ავარიას ლაგოდეხში მსხვერპლი მოჰყვა

ავტოსაგზაო შემთვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა ლაგოდეხში. შემთვევა 11 ოქტომბერს, სოფელ ნინიგორში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოხდა.

70 წლამდე ქალი, რომელიც გზის გადაკვეთას ცდილობდა, ავტომობილის შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც რადიო “ჰერეთს” შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ბრალდებული მამაკაცი ჯერ არ არის დაკავებული. დანიშნულია მრავალმხრივი ექსპერტიზა. გამოძიება კი სსკ 276 მუხლის მე–5 ნაწილით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button