რეგიონი

ავარიას პოლონეთში ქართველი მამაკაცი ემსხვერპლა

30 წლის ახალგაზრდა ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ გამოღმა ქარიატას მკვიდრი თემურ ბოკუჩავა, 17 დეკემბერს პოლონეთში უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მისი ცხედრის ჩამოსვენება საქართველოში, წუხელ გვიან ღამით მოხერხდა. იგი პოლონეთში ხორცკომბინატში მუშაობდა.

ბოკუჩავას მეგობრის გუკო ქარდავას თქმით, იგი პოლონეთში სამუშაოდ, დაახლოებით ერთი წლის წინ წავიდა.

“ყველას ძალიან გული დაგვწყვიტა თემომ, მთელი სოფელი ვგლოვობთ, რაც გავიგეთ მისი დაღუპვა,უკეთილესი ადამიანი იყო”,-უთხრა ქარდავამ რადიო თბილისს.

30 წლის მამაკაცს სამშაბათს სოფელში დაკრძალავენ. მას დედა-მამა,მეუღლე და ორი და დარჩა.

მსგავსი პოსტები

Back to top button