საპროტესტო აქცია კახეთში

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშნის მოსახლეობა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აპროტესტებს.

აქციის მონაცილეების თქმით, სოფლის ცენტრალურ გზაზე გამგეობა ასფალტს მხოლოდ ნაწილობრივ აგებს. ისინი ასევე აცხადებენ, რომ მოასფალტების პროცესში არ ეწყობა სანიაღვრე არხები, შესაბამისად, უხვი ნალექის დროს წამოსული წყალი ახლადდაგებულ გზას რამდენიმე თვეში დააზიანებს.

ბრალდებებს უარყოფენ თელავის გამგეობაში, სადაც განმარტავენ, რომ პროექტის ფარგლებში სოფლის ცენტრალური გზის სრული რეაბილიტაციის დასრულება მომავალ წელს იგეგმება. მიმდინარე სამუშაოებისთვის კი წელს 350 ათასი ლარი დაიხარჯება.

მსგავსი პოსტები

Back to top button