მნიშვნელოვანირეგიონი

ავარიის შედეგად დაღუპული სამი ადამიანი, ერთი ოჯახის წევრია

საგარეჯოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული სამი ადამიანი, ერთი ოჯახის წევრია.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილები, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდას მცხოვრებლები იყვნენ.

” სოფელ თოხლიაურის ბოლოს, ხიდი გააკეთეს და იქ მომხდარა, “მაგნიტის” კუთვნილ მანქანას შეეჯახნენო. დაღუპულია ბავშვი, ახალგაზრდა კაცი და ქალი, რომლებიც სიძე- სიდედრი არიან. დედა გადარჩა, მაგრამ მისი მდგომარეობა წარმოიდგინეთ, შვილი, ქმარი და დედა დაეღუპა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალიც, ნათესავია მაგათი. ამხელა ტრაგედია მოხდა. ძალიან მძიმე წელია ჩვენს მუნიციპალიტეტში”- ამბობენ ადგილობრივები.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში, წუხელ მოხდა. დაიღუპა სამი, მათ შორის, ორწლინახევრის ბავშვი და დაშავდა სამი ადამიანი.

დაშავებულებს საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსში მკურნალობენ. ექიმების განმარტებით, ერთის მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button