მნიშვნელოვანირეგიონი

ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი, საავადმყოფოში გარდაიცვალა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შემთხვევა გვიან, ღამით, სოფელ ბადიაურთან მოხდა.

შუა ხნის მამაკაცს გზის გადაკვეთის დროს, „პაჯეროს“ ტიპის ავტომობილი დაეჯახა.

მძიმედ დაშავებული ქვეითი საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმებმა მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებები, სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.

დღეს, გამთენიისას, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, გარდაიცვალა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button