მნიშვნელოვანირეგიონი
ავარიის შედეგად კახეთში 5 მგზავრი მათ შორის არასრულწლოვანი დაშავდა

5 მგზავრი, მათ შორის არასრულწლოვანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კახეთში.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თელავი -ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.
მანქანაში მყოფი 5 პირიმა, მათ შორის ერთმა მცირეწლოვანმა სხვადასხვა სახის ტრავმები მიიღეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.