„ავღანელ მადონას“ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება [Video]

პაკისტანის სასამართლომ ავღანეთის მოქალაქის, 44 წლის შარბატ გულას თავდებით გამოშვებაზე უარი განაცხადა.

შარბატ გულა ის მწვანეთვალება ავღანელი გოგონაა, რომელსაც ცნობილმა ფოტოგრაფმა, სტივ მაკარიმ ავღანეთის ომის პერიოდში სურათი გადაუღო და 1985 წელს ჟურნალ National Georgraphic-ის ყდაზე გამოაქვეყნა.

გოგონას , როემლსაც “ავღანელ მადონას” უწოდებენ, მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს პეშავარში, საკუთარ სახლში დააკავეს. პაკისტანის ხელისუფლებამ ავღანელ დევნილს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაყალბებაში დასდო ბრალი. გულას დაკავებისას პაკისტანური და ავღანური საიდენტიფიკაციო ბარათები აღმოუჩინეს.

CBS News-ი გვაცნობებს, რომ 2014 წელს გულა პაკისტანის ხელისუფლებამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებაში დაადანაშაულა. მაშინ ციხეში მოხვედრის პერსპექტივით შეშინებული გულა მიიმალა. თუმცა ახლა იგი ამტკიცებს, რომ საბუთები პაკისტანში კანონიერი გზით მოიპოვა.

შარბატ გულა ავღანეთში, 1972 წელს, პუშტუნების ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები ომის დროს დაიღუპნენ და იგი გადარჩენილ ნათესავებთან ერთად ნასირ-ბაგის ლტოლვილთა ბანაკში მოხვდა, რომელიც პაკისტანის საზღვართან მდებარეობდა. 1984 წელს ზუსტად იქ გადაუღო მას სურათი სტივ მაკარიმ, ხოლო 18 წლის შემდეგ ფოტოგრაფმა მისი პორტრეტი კვლავ გაიმეორა.

1985 წელს მწვანეთვალება გოგონას დამატყვევებელი ფოტო სოციალურ-პოლიტიკური მღელვარებისა და დევნილობის საერთაშორისო სიმბოლოდ იქცა. ეს ის უნიკალური შემთხვევაა, როდესაც უცნობი ადამიანი XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე გახდა მსოფლიო მასშტაბით.

https://www.youtube.com/watch?v=llxw0bL7wfQ

მსგავსი პოსტები

Back to top button