მნიშვნელოვანისიახლეები

ავღანეთიდან სამშობლოში ქართველი მშვიდობისმყოფელების მორიგი ასეული დაბრუნდა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან სამშობლოში ქართველი მშვიდობისმყოფელების მორიგი ასეული დაბრუნდა. ქვედანაყოფი საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ შტაბის ბაზაზე ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა.

უახლოეს დღეებში საქართველოში ავღანეთში დისლოცირებული ბოლო ქვედანაყოფის ბოლო ასეულის პირადი შემადგენლობა და უფროსი სამხედრო წარმომადგენლობაც დაბრუნდება, რითაც ქართული ქვედანაყოფების გამოყვანის პროცესი დასრულდება.

სამხედრო მოსამსახურეებს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ წარმატებით დასრულება და მშვიდობით დაბრუნება საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button