მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ავღანეთში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა- არიან დაღუპულები

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა – ამის შესახებ “როიტერი” წერს.

6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰერატიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა.

BBC-ის ინფორმაციით, სხვა შეფასებებით მსხვერპლთა რიცხვი გაცილებით უფრო მაღალია მედია ავღანეთის ქალაქ ჰერათის პროვინციული კლინიკის დირექტორზე დაყრდნობით ავრცელებს. დაშავებულთა რიცხვი 1000-ს აღემატება.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ცნობისთვის, კვირას დილით პროვინციის ბუნებრივი კატასტროფების მართვის ხელმძღვანელმა, მოსა აშარიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ “ამ მომენტისთვის 1 000-ზე მეტი ქალი, ბავშვი და მოხუცი შევიდა ჩვენს ანგარიშებში, და დაახლოებით 120 ადამიანი გარდაიცვალა”.

მსგავსი პოსტები

Back to top button