ავღანეთში ამერიკის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა [Video]

ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში ამერიკის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი – Hercules C-130 ჩამოვარდა, – გადმოსცემს სააგენტო NBC.

წინასწარი მონაცემებით, 14 ადამიანი – 11 ბორტზე მყოფი და 3 ადგილობრივი ქვეითი ავღანალელი დაიღუპა.

თვითმფრინავმა, ჯალალაბადის აეროპორტის თავზე, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა, – ასევე იუწყება სააგენტო AFP.

დაჯგუფება „თალიბანის“ ტერორისტებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს. თუმცა ფაქტი საეჭვოა, ვინაიდან ამერიკელი სამხედროები ამტკიცებენ, რომ კატასტროფის რაიონში ტერორისტების აქტივობა არ დაფიქსირებულა და თვითმფრინავი ჩამოგდებული არ იყო, – აღნიშნავს ტელეკომპანია ABC.

შეგახსენებთ, რომ ჯალალაბადის აეროპორტში კოალიციური ძალების უმსხვილესი სამხედრო ბაზაა განლაგებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button