40 ადამიანს პორნოგრაფიული მასალების გავრცელებაში ადანაშაულებენ

პორნოგრაფიული მასალის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე თბილისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში 40 ადამიანი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა შემოსავლის მიღებისა და სხვადასხვა ვებსაიტის პოპულარიზაციის მიზნით, მოიპოვეს პორნოგრაფიული, მათ შორის, არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი ვიდეოფაილები, რომლებიც ვებსაიტებზე ატვირთეს, რითაც ინტერნეტმომხმარებლებისათვის საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადეს.

ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

მსგავსი პოსტები

Back to top button