მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მსოფლიო ლიდერები უკრაინაში ჩავიდნენ

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
სანდუს თქმით, ის უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებას გამართავს.

„დღის წესრიგს მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომი ნაბიჯები, რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება, ასევე ევროკავშირის მიერ ჩვენს ქვეყნებში რეფორმებისა და განვითარების მხარდაჭერის განხილვა წარმოადგენს“, – წერს მაია სანდუ „ტვიტერის“ გვერდზე. მოლდოვის პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტით ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის მეუღლესთან ერთად პატივი მიაგო “ღირსების რევოლუციის” დროს დაღუპულთა ხსოვნას.

“დღეს აღინიშნება 10 წელი ევრომაიდნის დაწყებიდან, რომელიც განმსაზღვრელი მომენტი იყო უკრაინის ევროპული გზისა. ვოლოდიმირსა და ელენა ზელენსკაიასთან ერთად მე პატივი მივაგე ყველას, ვინც იცავდა თავისუფლებას და მათ, ვინც სიცოცხლე შესწირეს”, – დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ ტვიტერში).

სანდუმ ასევე განაცხადა, რომ კიევში დაგეგმილია მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ნაბიჯების, რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების, ასევე ევროკავშირის რეფორმებისა და განვითარების შემდგომი მხარდაჭერის საკითხების განხილვა.
მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრებზე დასასწრებად ჩავიდა. შარლ მიშელის კიევში ვიზიტი ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომი ნაბიჯების განხილვა, რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება და ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერა იმ რეფორმებში, რომლებსაც ორი ქვეყანა ატარებს.

ცნობისთვის მაია სანდუმ, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და უკრაინის პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად 10 წლის წინ, ღირსების რევოლუციის დროს დაღუპული აქტივისტების ხსოვნას პატივი მიაგო.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

მიშელს კიევის რკინიგზის სადგურზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ევგენი პერებიინისი და უკრაინაში ევროკავშირის ელჩი, კატარინა მატერნოვა დახვდნენ.

“სასიამოვნოა ისევ კიევში ყოფნა – მეგობრებთან ერთად”, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი Twitter-ზე.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი უკრაინაში ჩავიდა. პისტორიუსის მეორე ვიზიტია კიევში, მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა. წინა მისი ვიზიტი თებერვალში იყო. გერმანიის თავდაცვის უწყებაში უკრაინაში ვიზიტის მიზნად ბერლინის მხრიდან მხარდაჭერის დადასტურებას ასახელებენ.

ვიზიტის ფარგლებში, ის შეხვედრებს უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს.
პისტორიუსის მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება უკრაინელი სამხედროების მომზადება და კიევის სამხედრო დახმარება. პისტორიუსს დაგეგმილი აქვს მოლაპარაკებები უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან, ასევე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

შეხვედრების მთავარი თემა უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება და კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება იქნება.
21 ნოემბერს უკრაინაში აღინიშნება ღირსებისა და თავისუფლების დღე 2013 წლის ამ დღეს კიევში ევრომაიდნის საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.
2013 წელს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებამ შეაჩერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პროცესი. 21 ნოემბერს კიევში, თავისუფლების მოედანზე, დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც სხვა ქალაქებსაც მოედო. აქციები 2014 წლის თებერვლის ბოლომდე გაგრძელდა და იანუკოვიჩის რუსეთში გაქცევით დასრულდა. 2013-2014 წლების საპროტესტო გამოსვლებზე ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენებას 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ცნობისთვის, გუშინ, 20 ნოემბერს, კიევში ჩავიდა ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინიც, სადაც მან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, 100 მილიონი დოლარის ღირებულების, პაკეტი გამოაცხადა. ასევე მან უკრაინის ხელისუფლებას დაუდასტურა, რომ აშშ განაგრძობს უკრაინის გადაუდებელი საბრძოლო საჭიროებებისა და გრძელვადიანი თავდაცვის მხარდაჭერას.

კიევში ოსტინის და პისტორიუსის ვიზიტები წინასწარ გამოცხადებული არ ყოფილა

რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას აშშ-ის შემდეგ ყველაზე დიდ სამხედრო დახმარებას გერმანია უწევს. ამასთან, უკრაინის დასავლელ მოკავშირეებში იზრდება შეშფოთება „ომით დაღლის” თაობაზე. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ჯერჯერობით ვერ ახერხებს კონგრესის დათანხმებას უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაფინანსების გასაგრძელებლად.

ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა უკრაინის მხარდასაჭერად კიდევ 61 მილიარდ დოლარზე მეტი. თეთრ სახლს წინააღმდეგობას უწევს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობაში მყოფი რესპუბლიკელების ნაწილი.

პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

აშშ ხელმძღვანელობს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად მოქმედ საკონტაქტო ჯგუფს, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. ჯგუფის მომდევნო სხდომა 22 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button