ავღანეთში NATO-ს 5 ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, NATO-ს 5 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 2 მათგანი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ჯარისკაცი იყო, – წერს The Guardian.

ბორტზე სულ 10 ადამიანი იმყოფებოდა, დანარჩენი 8 სამხედროს ეროვნება არ სახელდება. ბრიტანეთის ვერტმფრენი – Puma Mk 2 ქაბულში დაფრენის დროს დაიღუპა.

“ამჟამად, მიმდინარეობს გამოძიება. დაზუსტებით ვერ გეტყვით, ეს უბედური შემთხვევა იყო თუ ტერორისტების დივერსია”, – განაცხადეს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, NATO-ს მისიის ფარგლებში, ავღანეთში 500 ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button