მნიშვნელოვანირეგიონი

ყვარელში სამოქალაქო უსაფრთხოების სამაშველო სწავლება ” დურუჯი – 2024″ ჩატარდა

ყვარელში სამოქალაქო უსაფრთხოების სამაშველო სწავლება ” დურუჯი – 2024″ ჩატარდა.

სწავლებაში წინასწარ შერჩეული ათასამდე მოხალისე იყო ჩართული.

მოხალისეების გარდა, სიმულაციურ სამაშველო დავალებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეროვნული გვარდიის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

სიმულაციური სწავლება 17 სხვადასხვა ადგილას მათ შორის საცხოვრებელ კორპუსებში, ქუჩებში, ტბაზე, მთაში და მდინარე დურუჯის კალაპოტში მიმდინარეობდა. მდინარე დურუჯი ღვარცოფულ მდინარედ ითვლება და საფრთხეს წარმოადგენს.

სწავლებას ევროპელი და ამერიკელი ექსპერტები, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი ესწრებოდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button