ავღნეთში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს

ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილე ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.
ცესკო-ს ინფორმაციით, ავღანეთში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ავღანეთში საქართველოდან 19-კაციანი სპეციალური ჯგუფი გაემგზავრა. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედროებმა, ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ორ საარჩევნო უბანზე გააკეთეს საკუთარი არჩევანი .
ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შტაბში დისლოცირებული მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის სამხედროებმა არჩევნებში, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლებმა, გადასატანი საარჩევნო ყუთით ისარგებლეს.
ავღანეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგებს ცესკო საერთო არჩევნების დღის დასრულების შემდეგ შეაჯამებს.