მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
ავიაკატასტროფა პაკისტანში

პაკისტანში სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 107 ადამიანი იმყოფებოდა, საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა. კატასტროფა ქალაქ ყარაჩიში მოხდა.
თვითმფრინავის ეკიპაჟი და ყველა მგზავრი გარდაიცვალა. ამის შესახებ Associated Press-ს კარაჩის მერმა, ვასიმ ახტარმა განუცხადა.
“ამ წუთისთვის არსებული ცნობებით, თვითმფრინავში 99 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იყო“. – განაცხადეს ქვეყნის ავიაციის სააგენტოში.
მედიის ცნობით, კატასტროფის შემდეგ, თვითმფრინავი ცეცხლის ალში გაეხვა.
ცნობისთვის, პაკისტანის ავიახაზების ლაინერი ქალაქ ლაჰორიდან ყარაჩიში მიემგზავრებოდა.
https://www.youtube.com/watch?v=CEQ-qAVKtlY