მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანის საკრებულოში თავმჯდომარედ, ვანო ბერიძიშვილი მესამედ აირჩიეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ, ვანო ბერიძიშვილი მესამედ აირჩიეს.

” ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი, წარმომადგენლობით ორგანოს 2013 წლიდან ხელმძღვანელობს.

საკრებულომ თავმჯდომარის სამი მოადგილე აირჩია, რომლებიც ” ქართული ოცნების” წარმომადგენლები არიან.

გურჯაანის საკრებულოში ორი, ” ქართული ოცნების” და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციები შეიქმნა.

მმართველი პარტიის ფრაქციას, რამაზ უტიაშვილი, ხოლო ოპოზიციის, თემურ ბუწაშვილი უხელმძღვანელებს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ბიუჯეტი , ახალი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, 24 ნოემბერს დაამტკიცეს და საკრებულოსა და მერიის თანამშრომლების თანდებობრივი სარგოები გაზარდეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, 5 ათას, საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარე, 4500, ხოლო მისი მოადგილეები, 3500 ლარ ხელფასს აიღებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button