ავსტრალიაში ყველაზე გრძელი ველოსიპედი გამოიგონეს [Video]

ავსტრალიელმა სტუდენტებმა ქალაქ ადელაიდიდან მსოფლიო მასშტაბით ყველაზე გრძელი ველოსიპედი გამოიგონეს, რომელიც ერთდროულად 20-მა შეიძლება მართოს. კონსტრუქციის სიგრძე 41 მეტრს, ხოლო წონა 3 ტონას შეადგენს. უნიკალური ველოსიპედის ვიდეო Science Channel-ის YouTube არხზე გამოქვეყნდა.

გვაცნობებენ, რომ ველოსიპედის მართვა ორ ათეულ ადამიანს შეუძლია, რომელთა ჯამური წონა 1,5 ტონას შეადგენს. აღსანიშნავია, რომ კონსტრუქციას მხოლოდ 2 ბორბალი გააჩნია და ამ ველოსიპედით გადაადგილების მთავარ სირთულეს წონასწორობის დაცვა წარმოადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button