ავსტრალიაში მუსიკალური ჩოგბურთის მაგიდა გამოიგონეს [Video]
ავსტრალიელმა მარკ უილერმა მუსიკალური ჩოგბურთის მაგიდა გამოიგონა, რომელიც ცნობილ კომპოზიციებს ადამიანის მოძრაობის რიტმს უთავსებს.
ახალ კონსტრუქციას კომპიუტერი Arduino მართავს. მოთამაშეები სასურველ მუსიკას ირჩევენ და პინგ-პონგის თამაშს იწყებენ. თითოეული ჩოგანში მიკროფონია დამონტაჟებული. სწრაფად თამაშის დროს, მუსიკალური კომპოზიცია ტემპის უმატებს. ბურთი იატაკზე დავარდნის შემთხვევაში, მუსიკის ჟღერადობა წყდება.
ავტომატის შექმნის იდეა უილერს შემთხვევით მოუვიდა, როცა შესვენებაზე მეგობრებთან ერთად მაგიდის ჩოგბურთს თამაშობდა. კლასიკურ თამაშში, რომელიც 100 წლის წინ გამოიგონეს, დიზაინერმა უბრალოდ ახალი ელემენტების შეტანა მოისურვა.