ავსტრალიაში პიცის მიმტანი რობოტი შექმნეს [Photo/video]

კომპანია Domino’s Pizza-ს ავსტრალიულმა ფილიალმა მთლიანად ავტომატიზებული პიცის მიმტანი რობოტი წარმოადგინა.

რობოტი 4 ბორბლითაა აღჭურვილი და სიჩქარე 20 კილომეტრ/საათამდე შეუძლია განავითაროს. ის მხოლოდ ტროტუარებსა და ველობილიკებზე სამოძრაოდ არის დაპროგრამებული.

ავტომატს GPS-ნავიგაციის სისტემის მეშვეობით დამკვეთის სახლის მიგნება თვითონ შეუძლია. მას გამვლელების გვერდის ავლასა და სხვა დაბრკოლებების გადალახვაში მრავალრიცხოვანი ლაზერული სენსორები ეხმარება. მიტანის დროს პიცა სპეციალურ გამათბობელ დანადგარში ინახება.

რობოტის მისვლის შემდეგ მყიდველმა საჭირო თანხა კუპიურის მიმღებში უნდა შეაცუროს და კოდი შეიყვანოს, რომელსაც შეკვეთის გაფორმების დროს მიიღებს. ამის შემდეგ რობოტი სატვირთო განყოფილებას გახსნის და იქიდან დამკვეთს პიცის აღების საშუალებას მისცემს.

კომპანიას რობოტის შესაქმნელად 1 წელი დასჭირდა. სპეციალისტებმა შასი სამხედრო მოდელიდან აიღეს, ხოლო პროგრამული გარსი თვითონ შექმნეს.

როგორც რობოტის შემქმნელებმა განაცხადეს, მრავალთვიანი გამოცდის შემდეგ მანქანა დასმულ ამოცანას დამოუკიდებლად გადაჭრის.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”31698″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button