ავსტრალიაში ქალმა ნიანგი ფეხსაცმლით დააფრთხო

სოციალურ ქსელებში ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ავსტრალიელი ქალის მიერ ნიანგის დაფრთხობის სცენაა გადაღებული.

კურიოზული შემთხვევა პარკ “კაკადუში” მოხდა, რომელიც მდინარე ისტ-ალიგატორზე მდებარეობს, – გვაცნობებს The Daily Mail.

აღნიშნული მდინარე ცნობილია მასში მობინადრე ნიანგებით და ადგილობრივი მოსახლეობა სანაპიროზე სეირნობას ერიდება.

თუმცა ქალი გულადი აღმოჩნდა და იქ საკუთარი ძაღლის გასეირნება გადაწყვიტა. როცა მან ნიანგი შენიშნა, ფეხსაცმელი გაიძრო და შეშინა.

როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა აღნიშნა, ქალს ძალიან გაუმართლა, ვინაიდან არააგრესიული რეპტილია შეხვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნიანგს მასზე იერიშის მიტანა შეეძლო და აღნიშნული ინციდენტის ბოლო როგორი იქნებოდა, არავინ უწყის.

მსგავსი პოსტები

Back to top button