მსოფლიოსიახლეები

ავსტრალიაში სოციალური დისტანცირების დარღვევის გამო 10 ადამიანი დააკავეს

ავსტრალიაში შეზღუდვების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია დაკავებებით დასრულდა. დემონსტრანტები ქალაქ მელბურნში, ვიქტორიის შტატის პარლამენტთან შეიკრიბნენ.

სოციალური დისტანცირების წესების დარღვევისთვის, სამართალდამცველებმა განყოფილებაში 10 ადამიანი გადაიყვანეს. დაკავებულებს $ 1 652 ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ.

მკაცრი ზომების მოხსნას ავსტრალიის ხელისუფლება ივლისამდე ეტაპობრივად გეგმავს, თუმცა ახალი შემთხვევების გამოვლენის გამო, პროცესი ვიქტორიის შტატში დროებით გადაიდო.

მსგავსი პოსტები

Back to top button