ავსტრალიაში ტურისტებს გიგანტურ ნიანგთან ერთად ცურვას სთავაზობენ [Photo/video]

ავსტრალიის ქალაქ დარვინში მდებარე ველური ბუნების პარკ Crocosaurus-ში ახალი ატრაქციონი გაიხსნა.

მისი ორგანიზატორები მსურველებს გამჭვირვალე აკრილის ავზში 5-მეტრიან ნიანგთან ერთად ცურვას სთავაზობენ. ატრაქციონს “სიკვდილის გალია” დაარქვეს,  – გვაცნობებს The Mashable.

ავზში 2 ადამიანი ეტევა, სეანსი 20 წუთს გრძელდება. გიგნტურ ნიანგთაან წყალქვეშ ყოფნა ერთ ადამიანს 125 დოლარი დაუჯდება, ხოლო ორს – 250.

ატრაქციონზე 18-წლამდელი ახალგაზრდები მხოლოდ მშობლების თანხლებით დაიშვებიან.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ყველა მსურველს, ასაკის მიუხედავად, “სიკვდილის გალიაში” შესასვლელად მტკიცე ნერვები და გამბედაობა დასჭირდება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”43395″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button