მნიშვნელოვანიმსოფლიო

ავსტრალიის განაპირა კუნძულებზე 414 მილიონი პლასტიკის ნარჩენი აღმოჩნდა

ახლადგამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ავსტრალიის განაპირა კუნძულებზე ეკოლოგებმა 414 მილიონი პლასტიკის ნარჩენი აღმოაჩინეს. აქედან თითქმის ერთი მილიონი ფეხსაცმელია, 370 000 კი კბილის ჩოთქი. ნარჩენების უმეტესობა, ინდოეთის ოკეანეში მდებარე კილინგის, იგივე ქოქოსის კუნძულებზეა ნაპოვნი.

27 კუნძულისგან შემდგარი ტერიტორია ძირითადად დაუსახლებელია. ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ ცხადყო, რომ იქ 238 ტონა პლასტიკის ნარჩენები აღმოჩნდა იმის მიუხედავად, რომ იქ მხოლოდ 500 ადამიანი სახლობს.

კვლევის ხელმძღვანელის, ჯენიფერ ლავერსის თქმით, რომელიც ტასმანიის უნივერსიტეტის საზღვაო ეკოტოქსიკოლოგია, აღმოჩენილი ნარჩენების უდიდესი ნაწილი, ერთჯერადი მოხმარების საგნებია, ისეთი როგორიცაა ბოთლის თავსახური, საწრუპი ჩხირები და სხვა.

,,განცალკევებული კუნძულები იდეალური ადგილია იმისთვის, რომ ობიექტურად შევაფასოთ ასეთი ნარჩენების მოცულობა”, – აღნიშნა
ლავერსმა.

ეკოლოგის თქმით, 414 მილიონი ნარჩენი კიდევ არ არის სრული სურათი, რადგან მკვლევარებმა მხოლოდ ქვიშის 10 სანტიმეტრიანი სიღმე შეამოწმეს და ამასთან, ვერ მოიცვეს ბევრი ისეთ სანაპირო ზოლამდე ვერ მივიდნენ, რომელთაც ,,დანაგვიანების ცხელ” წერტილებად მოიხსენიებენ.

ფოტო: JENNIFER LAVERS/CNN

მსგავსი პოსტები

Back to top button