სპორტი

ავსტრალიის ღია პირველობა კოვიდრეგულაციებს ნაწილობრივ მოხსნის

კოვიდრეგულაციების მხრივ ერთერთი ყველაზე მკაცრი შეზღუდვების გამტარებელი სახელმწიფო, ავსტრალიის ღია პირველობის წინ წესების შერბილებას გეგმავს.

ეს კი იმაში გამიიხატება, რომ აუცრელი ჩოგბურთელები ქვეყანაში შესვლას და 14 დღიანი კარანტინის გავლის შემდეგ ტურნირზე მონაწილეობას შეძლებენ.

ახალი კანონი ჯერ კიდევ სამუშაო ვარიანტია, თუმცა წინააღმდეგ შემთხვევაში ასპარეზობა ისეთი დონის სპორტსმენების გარეშე გაიმართება, როგორებიც არიან: ნოვაკ ჯოკოვიჩი და სტეფანოს ციციპასი.

რადგან ავსტარლიის შტატ ვიქტორიაში აცრის პროცენტი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, ტურნირი ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დიდ რისკად ამ დროისთვის უკვე აღარ მიიჩნევა.

მსგავსი პოსტები

Back to top button