სპორტ-ნიუსისპორტი

ავსტრალიის ღია პირველობა ქართველების გარეშე გაგრძელდება

მელბურნში მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობა ქართველი ჩოგბურთელების გარეშე გაგრძელდება.

ბასილაშვილი,გორგოძე და კალაშნიკოვა ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშნენ.

საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებმა ვერცერთი სეტიც კი ვერ მოიგეს.

ეკო გორგოძე და რუმინელი ირინა ბარა მე-10 განთესვის მქონე ჩეხურ წყვილთან 3:6, 4:6 დამარცხდა.

ოქსანა კალაშნიკოვამ უნგრელ ანა ბონდართან ერთად ყაზახურ-ბრაზილიულ დუეტთან წააგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა და სერბმა მიომირ კეჩმანოვიჩმა მე-2 განთესვის მქონე ამერიკულ-ბრიტანულ წყვილთან დათმო შეხვედრა ანგარიშით: 3:6, 3:6.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთადერთი იყო,რომელმაც ასპარეზობაზე,ერთეულთა ძირითად ბადეშიც სვადა ბედი,თუმცა იქაც საწყის რაუნდში,დიდუ ბრიტანეთის წარმომადგენელ ენდი მარისთან დამარცხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button