ავსტრიამ სომხების გენოციდი აღიარა
ავსტრიამ სომეხთა გენოციდი აღიარა. შესაბამისი რეზოლუცია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო.
ტერმინ გენოციდს მე-20 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს სავარაუდოდ გერმანიის პრეზიდენტი იოაჰიმ გაუკიც გამოიყენებს, ხვალ კი ოფიციალური მიმართვა ბარაკ ობამას სახელით გამოქვეყნდება, თუმცა აშშ პრეზიდენტი ტერმინ “გენოციდის” გამოყენებას არ გეგმავს.
სომხეთში საუკუნის წინ მომხდარ ტრაგედიას იხსენებენ. ხვალ ერევანში ფრანსუა ოლანდი და ვლადიმერ პუტინი ჩავლენ. სომხეთის დედაქალაქში საერთაშორისო ფორუმიც მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს პარლამენტის წევრებიც მონაწილეობენ.