![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/11/ავსტრია.jpg)
ვენაში განხორციელებული თავდასხმის გამო ავსტრიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დღეს, გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ, სამთავრობო შენობებზე კი დროშებს დაუშვებენ.
შეგახსენებთ, ავსტრიაში გუშინ განხირციელებული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია ოთხი ადამიანი – ორი ქალი და ორი მამაკაცი. სამართალდამცავებმა ერთი შეიარღებული პირის ლიკვიდაცია განახორციელეს.