მნიშვნელოვანირეგიონი
ავსტრიის ელჩი თელავში IX საჯაროს სკოლას ეწვია

ავსტრიის ელჩი თელავში
ავსტრიის ელჩი საქართველოში, თომას მიულმანი დღეს თელავში IX საჯაროს სკოლას ეწვია.
ავსტრიელმა სტუმარმა მოსწავლეებს შემეცნებითი ფილმი “კარლ ჯერასის ცხოვრება” აჩვენა, ხოლო სკოლის
ბიბლიოთეკას საჩუქრად ავსტრიელ მწერალთა წიგნები და მათ შორის, გერმაულიდან ქართულად ნათარგმნი ლიტერატურაც გადასცა.
შეხვედრას მოსწავლეებთან ავსტრიული წიგნის კუთხის ხელმძღვანელიც ესწრებოდა
ავსტრიის ელჩი თელავის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებს მხატვრულ და შემეცნებით გერმანულენოვან წიგნებს, ყოველწლიურად ჩუქნის.