ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომელმაც საკუთარ ქორწილში ვლადიმერ პუტინთან ერთად იცეკვა, “რაშა თუდეიზე” დასაქმდა.
ამის შესახებ ინფორმაცია, “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე ტელეკომპანიის მთავარმა რედაქტორმა გაავრცელა. მისი თქმით, ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კარინ კნაისლი “რაშა თუდეისთვის” საავტორო პუბლიკაციებს დაწერს.
კნაისლი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2017 წლის დეკემბრიდან იკავებდა. ის ულტრამემარჯვენე “ავსტრიის თავისუფლების პარტიის” წევრია. მან თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, როცა “თავისუფლების პარტიის” წევრის მოსყიდვასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, ავსტრიის კანცლერის მთავრობა იძულებული გახდა, გადამდგარიყო.