“საიდუმლო მასალების” ახალი თრეილერი გამოქვეყნდა [Video]

კომპანია Fox-ის კუთვნილ YouTube-ის ოფიციალურ არხზე, სამეცნიერო-პოპულარული სერიალის – THE X-FILES-ის ახალი თრეილერი გამოქვეყნდა.

“საიდუმლო მასალები: გადატვირთვა”-ს ახალი ეპიზოდის ჩვენება, Comic-Con-ის ფესტივალზე, მიმიდინარე თვის დასაწყისში შედგა. სატელევიზიო სერიალის პრემიერა 2016 წლის 24 იანვარს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საიდუმლო მასალები (ინგლ.The X-Files) — ამერიკული ტელესერიალია, რომლის ავტორი, რეჟისორი და სცენარისტი – კრის კარტერია. სერიალის პირველი ეპიზოდი ეთერში პირველად 1993 წლის 10 სექტემბერს გამოჩნდა, ხოლო თავად სერიალი 2002 წლის 19 მაისს დასრულდა.

ფილმის რამდენიმე სლოგანი („ჭეშმარიტება სადღაც ახლოა“, „არავის ენდო“, „მე მინდა მჯეროდეს“) პოპარულ გამონათქვამებად იქცა.

“საიდუმლო მასალები” 1990-იანი წლების ერთ-ერთ მთავარ ტელემოვლენად დასახელდა, რაც მოსახლეობის პარანორმალური მოვლენებით დაინტერესებას დაემთხვა.

სერიალში, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს სპეციალური აგენტები ფოქს მალდერი (მსახიობი დევიდ დუჰოვნი) და დანა სკალი (ჯილიან ანდერსონი) სხვადასხვა პარანორმალურ მოვლენასთან დაკავშირებულ საქმეებს იძიებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button