მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

ავტომარშს “დაუპიპინე ბიძინას”, კახეთშიც შეუერთდნენ

ევროპული საქართველოს ავტომარშს “დაუპიპინე ბიძინას”, კახეთშიც შეუერთდნენ.
ავტომარშის ფარგლებში, პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები ავტომანქანებით და ხმოვანი საყვირებით მოიარეს.
რეგიონის დიდი ქალაქების შემოვლის შემდეგ, კოლონა თბილისისკენ დაიძრა.
ევროპული საქართველოს შემაჯამებელი აქცია, დღეს, თბილისში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გაიმართება, რომელსაც ავტომარშის რეგიონებიდან ჩასული მონაწილეებიც შეუერთდებიან.
ევროპული საქართველო აქციებს “დაუპიპინე ბიძინას, ” თბილისის გარდა, საქართველოს ყველა რეგიონში ატარებს.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტომარში, “ქართული ოცნების” რვაწლიანი მმართველობის გასაპროტესტებლად ტარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button