ავტომობილი გარემოვაჭრეთა დახლს დაეჯახა [Photo]

ლაგოდეხში, ზაქათლის ქუჩაზე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მაღალი გამავლობის ავტომობილი ე.წ ტრაილერი გარემოვაჭრეთა დახლს შეეჯახა.

რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, იმ დროს როდესაც მძღოლს ავტომობილი გაჩერებული ჰყავდა და თავად ადგილზე არ იმყოფებოდა, მანქანა დაგორდა და დახლს შეეჯახა. განადგურდა გასაყიდად გამოტანილი ბოსტნეული. ძირითადად საზამთრო და ნესვი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტომობოლის უცხოელი მძღოლი პოლიციამ დააჯარიმა, მანამდე კი მძღოლმა დაზარალებულს ზარალი თანხის სახით აუნაზღაურა.

ავტომობილის მძღოლი ეროვნებით თურქი იყო. ის საქართველოს გავლით აზერბაიჯანში მიემგზავრებოდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”12001″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button