კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ავტომობილის ქურდობის ფაქტზე ზუგდიდში 3 პირი დააკავეს

თურქეთის მოქალაქის მანქანა,რომელიც ზუგდიდში 8 მარტს დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს,სამართალდამცველებმა იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია სამი პირი და ამოღებულია ავტომანქანის ყველა მოხსნილი ნაწილი. სავარაუდოდ,დაკავებული პირები მანქანის ოკუპირებულ აფხაზეთში გადაყვანას ცდილობდნენ,რა დროსაც დააკავეს.
შეგახსენებთ,ზუგდიდში, 8 მარტს ქალაქის ცენტრში, თურქეთის მოქალაქეს ავტომანქანა მოპარეს.
მან ავტომანქანა პარკინგზე დატოვა და არ დახვდა. მანამდე კი, მანქანის გასაღები დაეკარგა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.