კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანში-ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

ერთი ადამიანი დაშავდა მძიმედ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში.
შემთხვევა, სოფელ ჩუმლაყში მოხდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, , “ფორდ ტრანზიტის “ მარკის მიკროავტობუსის მძღოლმა, რომელიც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომანქანა გადაუბრუნდა.შემთხვევის შედეგად, მძღოლმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ის გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის “ კლინიკაში მოათავსა.
ექიმების განმარტებით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

საქმეზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button