ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანში მსხვერპლით დასრულდა
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანში- მძიმედაა დაშავებული კიდევ სამი ქალი.
ერთი გარდაიცვალა და სამი ადამიანი დაშავდა მძიმედ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ჩალაუბანთან, საპოლიციო გამშვებ პუნქტთან ახლოს მოხდა.
მსუბუქი ავტომანქანისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად, ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, საშუალო ასაკის ორი ქალის მდგომარეობა, უკიდურესად მძიმეა.
” ოთხი ქალბატონი შემოიყვანეს. ორი პაციენტი უკიდურესად მძიმეა, ერთი მძიმე, ჯერ სხვას ვერაფერს გეტყვით, პაციენტებს გადაუდებელი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ”- განაცხადეს კლინიკაში.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.