მნიშვნელოვანირეგიონი

ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანში

ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანში- მძიმეა რვა წლის გოგონას მდგომარეობა.

შემთხვევა გურჯაანის ცენტალურ ქუჩაზე მოხდა. 8 წლის გოგონას მიკროავტობუსი მაშინ დაეჯახა, როცა ის,.სკოლაში მიდიოდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებული მოზარდი გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსში მშობლებმა გაფაიყვანეს.

სამედიცინო შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ გოგონას თავის ქალის დახურული ტრავმები აქვს და მისი მდგომარეობა მძიმეა.

ექიმების გადაწყვეტილებით, დაშავებული კატასტროფის სამედიცინო ბრიგადას, ამ წუთებში, თბილისში გადაჰყავს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button