რეგიონი
ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში-გარდაცვლილია 24 წლის ახალგაზრდა.
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა.
გურჯაანი-ჩუმლაყის დამაკავშირებელ გზაზე, მოტოციკლი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა, მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა.
მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.