მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო
ავტოსაგზაო შემთხვევა კოტე მარჯანიშვილის სახლ- მუზეუმთან
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/03/avariaaaaaaaaaaaaaa.jpg)
კრიტიკულად მძიმეა ყვარელში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, კოტე მარჯანიშვილის სახლ- მუზეუმთან მოხდა.
გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი მოტოციკლს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად, მოტოციკლის მძღოლმა სხეულის მრავლობითი სახის დაზიანებები მიიღო.
დაშავებული სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაცის წესის დარღვევას გულისხმობს.