მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში
ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ოთხი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
ლაგოდეხი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ გელათთან ერთმანეთს, საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად, შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ავტომანქანებში მყოფი ოთხი მგზავრი მძიმედ დაშავდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები, ლაგოდეხში, არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა.
ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზი, სიჩქარის გადაჭარბება გახდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტები იმყოფებიან