მნიშვნელოვანიმოზაიკა

“ბერლინალე” – ს 68-ე კინოფესტივალი გაიხსნა

ბერლინის რიგით 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი “ბერლინალე” დღეს გაიხსნა.

15-დან 25 თებერვლამდე ბერლინალეს პროგრამაში რამდენიმე ასეულ ფილმს უჩვენებენ.

გერმანიის დედაქალაქში უამრავი მსახიობი, რეჟისორი, ჟურნალისტი, კრიტიკოსია თავმოყრილი. წლევანდელი ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე თანამედროვე გერმანული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორი ტომ ტიკვერია, რომელიც ცნობილია ფილმებით „გაიქეცი ლოლა, გაიქეცი და „პარფიუმერი”.

ჟიურის წევრები არიან: Moonlight-ის პროდიუსერი ადელ რომანსკი, ბელგიელი მსახიობი სესილ დე ფრანსი, კინოკრიტიკოსი სტეფანი ზაჩარეკი, რეჟისორი ჩემა პრადო და ცნობილი იაპონელი კომპოზიტორი რიჩი საკამოტო.

ფესტივალი ანიმაციური ფილმით – „ძაღლების კუნძული”გაიხსნება.

პატარა ბიჭი თავის ძაღლს ეძებს და ნაგვის გროვაზე ხვდება, სადაც უპატრონო ძაღლები ცხოვრობენ. სევდიანი იგავი სიყვარულზე, სიბრალულზე, გარემოს დაცვასა და ადამიანურ შეცდომებზე…ფილმის რეჟისორი უეს ანდერსონი ბერლინალეს ,,ძველი ნაცნობია“, იგი სამჯერ მონაწილეობდა საკონკურსო პროგრამაში, 2014 წელს კი, მისი ფილმით „ოტელი „გრანდ ბუდაპეშტი” ბერლინის კონოფესტივალი გაიხსნა.

როგორც რადიო თბილისის სპეციალური კორესპონდენტი ბერლინიდან იუწყება, ბერლინალეზე ქართული კინო სხვადასხვა პროგრამაში იქნება წარმოდგენილი.

“პანორამაზე” აჩვენეს თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „ჰორიზონტი“, ანა ურუშაძის „საშიში დედა“ ბერლინალეს კრიტიკოსთა პრესტიჟულ კვირეულს გახსნის. რატი წითლიძის და ნინო ვარსიმაშვილის „ცარიელი სახლი“ Talent Project Market-ზე იქნება წარმოდგენილი.

Market screening-ზე ნაჩვენები იქნება ზაზა ხალვაშის „ნამე“. სპეციალურ პროგრამაში – European shooting star საუკეთესო ახალგაზრდა ევროპელ მსახიობებს შორის მოხვდა ირაკლი კვირიკაძე, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ფილმში „მძევლები“.

15-დან 25-თებერვლამდე ბერლინში მსოფლიო კინო ოქროს და ვერცხლის დათვების სიმპათიის მოპოვებას შეეცდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button