რეგიონი

ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორმა მგზავრმა მძიმე დამწვრობა მიიღო, დამწვარია მიკროავტობუსიც.

შემთხვევა სოფელ კართუბანში მოხდა.
სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და გაზგაყვანილობის მილს დაეჯახა.
ძლიერი შეჯახების შედეგად, გაზზე მომუშავე მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

მძიმე დამწვრობა მიიღო ორმა მგზავრმა, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხში, არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების განმარტებით, დაშავებულების მდგომარეობა რთულია და მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
დაშავებული პირები ერთი ოჯახის წევრები, მამა_შვილი არიან.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button