1-ლი ივლისიდან პენსიები 180 ლარამდე იზრდება

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება გააჟღერა, რომელიც პენსიების ზრდას გულისხმობს.
სერგეენკოს ცნობით, 1-ლი ივლისიდან ასაკობრივი პენსია გაიზრდება და 180 ლარი გახდება. ასევე, 1-ლი ივლისიდან პენსიები გაეზრდებათ შშმ პირებსა და შშმ ბავშვებს.
მინისტრის განცხადებით, 1-ლი სექტემბრიდან პენსია, ასევე, გაეზრდებათ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პენსიონერებს.