კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ავტოსაგზაო შემთხვევა ოკუპირებული გუდაუთის რაიონში-არიან გარდაცვლილები

ოკუპირებული გუდაუთის რაიონის სოფელ ოტხარაში უბედური შემთხვევა მოხდა. “სუბარუს” მანქანის მძღოლმა, გაგრის გზატკეცილზე, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
ინციდენტის შესახებ შეტყობინება მიიღო დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მორიგე ოფიცერმა. უბედური შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი, ახალგაზრდა მამაკაცი საიდ ჩანბა დაიღუპა.
ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.