მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარელში-დაშავებულია ერთი პირი

ერთი ადამიანი დაშავდა მძიმედ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ყვარლის მუნიციპალიტეტში.
შემთხვევა სოფელ ახალსოფელთან მოხდა.

სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარის გამო, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. მიღებული დაზიანებებით ავტომანქანის მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ყვარლის საავადმყოფოში გადაიყვანა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button