ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში – 5 ადამიანი დაშავდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი ავტომანქანა შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ისინი საგარეჯოს საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.