კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში მსხვერპლით დასრულდა

მსვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში.

სოფელ რუისპირში, ავარიის შედეგად 27 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ახალგაზრდა, მსუბუქი ავტომობილით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. მან ავტომანქანის საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად მიღებული ტრამვებით, ახალგაზრდა მამაკაცი, სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის 6- ე ნაწილით დაიწყო

მსგავსი პოსტები

Back to top button