მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში

ქვეითად მოსიარულე დაშავდა მძიმედ თელავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შუახნის ქალს მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ის გზის მეორე მხარეს გადასვლას ცდილობდა.

ძლიერი შეჯახების შედეგად, ქვეითმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.
დაშავებული სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button