რეგიონისიახლეები

2022 წლის იანვრის ბოლომდე, კახეთის სამ მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღები არ გაიხსნება

2022 წლის იანვრის ბოლომდე, კახეთის სამ მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღები არ გაიხსნება.
გადაწყვეტილება, თელავის, ყვარლის და გურჯაანის ბაგა- ბაღების გაერთიანებებმა, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციების საფუძველზე მიიღეს.

ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი, ნონა დავითაშვილი, რადიო ჰერეთთთან ადასტურებს, რომ მიმდინარე წელს, ბაღები აღარ გაიხსნება.

” გვინდოდა დეკემბერში აღსაზრდელები ისევ მიგვეღო, თუმცა რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, პროცესი მიმავალ წლამდე გადაიდო. სააღმზრდელო პროცესი ნოემბერში შევწყვიტეთ, რადგან დღეში, 7-8 ბავშვი ერთდროულად ავადდებოდა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რეკომენდაცია დავიცვათ, ვაქცინაცია ჩავიტაროთ, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი აუცრელი ოჯახია, საიდანაც ბავშვი მოდის. პროდუქტი, რაც ამ თვეებში უნდა გაგვეხარჯა, ბავშვებს ორჯერადად, გადაეცემათ. პირველ ეტაპზე დარიგება უკვე დაიწყო, მეორეს, საახალწლო საჩუქრებთან ერთად მიიღებენ”- განაცხადა დავითაშვილმა.

სააღმზრდელო პროცესი, მომავალ წლამდე არ განახლდება თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებშიც, სადაც საბავშვო ბაღები, უკვე ორი თვეა დაკეტილია.

ბაღებისათვის გათვალისწინებულ, რამდენიმე სახეობის პროდუქტს, აღსაზრდელები საცხოვრებელ სახლებში მიიღებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button