მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
ავტოსაგზაო შემთხვევა წყნეთში – დაშავებულია 7 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა წყნეთში – მუნიციპალური ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს. დაშავებულია 7 ადამიანი. 6 მათგანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთი კი, – რეგიონალურ ჰოსპიტალში. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ავტობუსის მძღოლი ამბობს, რომ მანქანა მუხრუჭის დაზიანების გამო დაგორდა.
მოისმინეთ მძღოლის და ექიმის კომენტარები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.